Wednesday, August 3, 2011

პროექტი


წყლის დაბინძურება
მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებამ გააცნობიეროს რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს წყლის დაბინძურებას, გააცნობიეროს წყლის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პრობლემის აქტუალობა: პრობლემა აქტუალურია რადგან ბინძურდება წყალი, რის შედეგადაც გადაშენების პირას არის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. ასევე დაბიძურებული წყალი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
პრობლემის მიზეზი: დაბინძურების მიზეზი არის ადამიანის დაუდევრობა, გარემოს მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, ტექნიკური გაუმართაობა (ფილტრი). ნიადაგში ჩამდინარე წყლების დაბინძურება, რაც საგრძნობლად ცვლის წყლის ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებელს
განხორციელების დრო: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: აიღება სინჯი წყლის დაბინძურების ხარისხის დასადგენად, ასევე გაკეთდება ვიზუალური შეფასება, გათვალისწინებული იქნება წყლის გასუფთავების საშუალებებით შეიარაღება, მოხდება წყლის ხარისხის ეტაპობრივი შემოწმება და ინფორმაცია მიეწოდება მოსახლეობას. მოსახლეობას ჩამოუყალიბდება ცნობიერება, რომ აღარ დააბინძურონ წყალი.
მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეები, რაიონის მოსახლეობა, მასწავლებლები, რაიონის ხელმძღვანელობა.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, დიქტოფონი, ბუკლეტები, პლაკატები, კომპიუტერი. იარაღები დასუფთავებისთვის.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებისგან შეიქმნება ჯგუფები რომლებსაც დაევალებათ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა: გამოკითხავენ მოსახლეობას რამდენად არიან ინფორმირებულნი  თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს ჭყლის დაბინძურებას, დაურიგდებათ ბუკლეტები, ჩაუტარდებათ ტრენინგები, შეხვდებიან ადგილობრივ თვითმართველობას, მოსახლეობასთან ერთად დაასუფთავებენ გარკვეულ ტერიტორიას, ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნებენ სტატიებს აღნიშნულ პრობლემაზე
ინტეგრირებული საგნები: ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ, დაამუშავებენ და ორგანიზებას გაუკეთებენ ინფორმაციას< ჩამოუყალიბდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები..